ავტორი:

ეკვადორელი ქალი, რომელიც ექიმებმა გარდაცვლილად გამოაცხადეს, ცოცხალი აღმოჩნდა - კუბოსთან შეკრებილმა ჭირისუფლებმა ნახეს, რომ სუნთქავდა

ეკვადორელი ქალი, რომელიც ექიმებმა გარდაცვლილად გამოაცხადეს, ცოცხალი აღმოჩნდა - კუბოსთან შეკრებილმა ჭირისუფლებმა ნახეს, რომ სუნთქავდა

ეკვადორში, 76 წლის ქალი, ბელა მონტოია ექიმებმა გარდაცვლილად გამოაცხადეს, რამდენიმე საათის შემდეგ კი მის კუბოსთან შეკრებილმა ახლობლებმა აღმოაჩინეს, რომ ქალი სუნთქავდა და ცოცხალი იყო.

  • ბელა მენტოია კლინიკაში დილის 09:00 საათზე ინსულტით გადაიყვანეს, შუადღისას კი ექიმმა მენტოიას შვილს უთხრა, რომ ქალი გარდაიცვალა. ჭირისუფლები გაოგნებულები დარჩნენ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ ბელა ცოცხალი იყო.

ამის შემდეგ ის საავადმყოფოში დააბრუნეს და ამჟამად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას, ეკვადორის ჯანდაცვის სამინისტრომ კი აღნიშნული ფაქტის გამოსაძიებლად კომიტეტი შექმნა.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ქალს დაემართა კარდიორესპირატორული გაჩერება - სუნთქვისა და გულის ფუნქციის დაკარგვა და რეანიმაციულ ჩარევებზე არ რეაგირებდა.

სოციალურ ქსელში ვიდეოც გავრცელდა, სადაც ჩანს ქალი კუბოში, მის გარშემო შეკრებილი ადამიანები, ქალი კი მძიმედ სუნთქავს. შემდეგ მოაქვთ საკაცე, გადაჰყავთ სასწრაფო დახმარების მანქანაში და კვლავ კლინკაში.

ახლა ის იმავე საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია, სადაც ექიმებმა გარდაცვლილად გამოაცხადეს.