ავტორი:

Neo QLED 8K - უფრო საოცარი, ვიდრე ოდესმე

Neo QLED 8K - უფრო საოცარი, ვიდრე ოდესმე

ტექნიკური ექსპერტიზითა და დანერგილი წამყვანი ინოვაციებით, Samsung Electronics უკვე ზედიზედ მე-17 წელია ტელევიზორების წარმოების მიმართულებით, გლობალური ბაზრის ლიდერ პოზიციას იკავებს და ამასთანავე აგრძელებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისა და პრაქტიკის დანერგვას ეკრანების წარმოებაში.

სამსუნგის ტელევიზორების Neo QLED-ის ხაზს Carbon Trust-ისაგან „CO2-ის შემცირების“ სერტიფიკატი მიენიჭა, რაც ამ პროდუქტის მიერ ნახშირბადის კვალის ყოველწლიურ შემცირებას, ხოლო ბრენდის მხრიდან გარემოზე ზრუნვის ძალისხმევას ადასტურებს.

2023 წლის neo QLED 8K და 4K ტელევიზორები უკვე საქართველოშია. პროდუქტის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია სამსუნგის ვებ-გვერდზე: Samsung.com/ge , ხოლო მათი შეძენა სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების - ალტა, ელიტ ელექტრონიკსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი და კონტაქტი - მაღაზიათა ქსელებშია შესაძლებელი.

ამ სამოდელო რიგის ერთ-ერთი წარმომადგენელი - QN900C, გახლავთ სამსუნგის 2023 წლის ტელევიზორების ფლაგმანი, რომელიც აღჭურვილია ულტრათანამედროვე შესაძლებლობებით. უნიკალური Mini LED ტექნოლოგია უზრუნველყოფს უპრეცენდენტო 2,433 ნიტ განათებას. QN900C აღჭურვილია ნეირონული, კვანტური 8K პროცესორით. ხელოვნური ინტელექტისა და გამოსახულების 14 ბიტიანი დამუშავების რესურსის მეშვეობით, Quantum HDR 8K Pro-ს შეუძლია გაანალიზოს და გააუმჯობესოს გამოსახულების ხარისხი პიქსელურ დონზე კიდევ უფრო მკაფიოდ გამოკვეთოს დეტალები როგორც ბნელ, ასევე ნათელ სცენებში.

ტელევიზორის დიზაინი, თავისი უსაზღვრო ეკრანითა და მინიმალური შავი ჩარჩოთი - იდეალურად ერწყმის ოთახის ნებისმიერ სტილს. ტელევიზორის კომპლექტში შედის Slim One Connect, სადაც თავმოყრილია ყველა საჭირო პორტი და სადენი. One Connect არის ულტრა თხელი მოწყობილობა, რომელიც მხოლოდ 24 მმ სისქის, რომელიც შესაძლებელია დამაგრდეს ტელევიზორის უკან ან განცალკევებით.

Neo QLED 8K მოდელები აღჭურვილია Dolby Atmos აუდიო სისტემით, რომლის საშუალებითაც შეგიძლია ჩაიძირო ყოვლისმომცველ ხმაში, რომელიც ეკრანზე ობიექტის გადაადგილებას მიყვება. Q-Symphony კი ტელევიზორისა და საუნდბარის ერთდროულ. ჰარმონიულ მუშაობას უზრუნველყოფს.

სამსუნგი ზრუნავს თავის მომხმარებელზე და მოგიწოდებთ შეიძინოთ სამსუნგის ტელევიზორი მხოლოდ ოფიციალური პარტნიორებისაგან, რაც საშუალებას მოგცემთ ისარგებლოთ პროდუქტის სრულყოფილი სმარტ ფუნქციონალით, ბრენდის ოფიციალური 2-წლიანი გარანტიითა და ავტორიზებული სერვის ცენტრის მომსახურებით; ასევე, თავიდან აირიდონ არაოფიციალურ პროდუქტთან დაკავშირებული შესაძლო პრობლემები და ხარვეზები.

R