ავტორი:

დონალდ ტრამპს ფლორიდაში ახალ ბრალდებებს წაუყენებენ - რას ედავებიან აშშ-ის ექსპრეზიდენტს

დონალდ ტრამპს ფლორიდაში ახალ ბრალდებებს წაუყენებენ - რას ედავებიან აშშ-ის ექსპრეზიდენტს

აშშ-ს ექს-პრეზიდენტი ფლორიდაში ჩავიდა, სადაც მას ოფიციალურად ახალ ბრალდებებს წაუყენებენ. საქმე ეხება საიდუმლო დოკუმენტების არასათანადო წესით შენახვას.

ტრამპის წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნა ამერიკის ხელისუფლებამ გასულ კვირას გამოაქვეყნა – ის შეიცავს 37 პუნქტს, მათ შორის ცრუ ჩვენების მიცემა და სხვ.

თვითონ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ უდანაშაულოა, ხოლო დევნას პოლიტიკურს უწოდებს.

სასამართლო სხდომა ფლორიდის შტატის სამხრეთ ოლქის სასამართლოში ჩატარდება.

როგორც ცნობილია, სხდომამდე დონალდ ტრამპი თავის ადვოკატებს შეხვდება. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი მათგან დაიცავს მის ინტერესებს სასამართლოში, ჯერ არ ხმაურდება.

უმსხვილესი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებმა კი მიმართეს სასამართლოს თხოვნით, დართოს ნება სხდომათა დარბაზში და დერეფანში ფოტო-და ვიდეოგადაღებებზე, ასევე მიაწოდოს მათ აუდიოჩანაწერი სხდომის დამთავრებისთანავე.

CNN-ის ცნობით, ჩვეულებრივ ფედერალური სასამართლოები არ რთავენ ნებას სასამართლო დარბაზში გადაღებებზე (რადგან დარბაზში მუშაობენ მხატვრები, რომლებიც სასამართლო ჩანახატებს აკეთებენ) და ასევე შეზღუდული აქვთ რეალური დროის რეჟიმში ტრანსლაციაზე წვდომა, მაგრამ მაღალი რეზონანსიდან გამომდინარე, ჟურნალისტები სთხოვენ სასამართლოს გამონაკლისი დაუშვას.