ავტორი:

აჭარის შესახებ სტატიები, ბლოგები და რეპორტაჟები ისრაელსა და პოლონეთში გამოქვეყნდება

აჭარის შესახებ სტატიები, ბლოგები და რეპორტაჟები ისრაელსა და პოლონეთში გამოქვეყნდება

აჭარაში მოგზაურობის შესახებ ებრაელი და პოლონელი ჟურნალისტები მასალებს ამზადებენ. ისინი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმყოფებიან. ჟურნალისტები უკვე სტუმრობდნენ ბათუმის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, პეტრას ციხეს, დელფინარიუმს, ასევე მთიან აჭარას, სადაც ადგილობრივი ღვინო და კერძები დააგემოვნეს, ფოლკლორ შოუს დაესწრნენ და ქედის ტურისტული ადგილები მოინახულეს. პრესტურის ბოლოს ჟურნალისტებმა მტირალას ეროვნული პარკი დალაშქრეს და იქ არსებული ტურისტული სერვისებით ისარგებლეს.

მედიატურის მონაწილეებს შორის არიან პოლონეთისა და ისრაელის წამყვანი ვებპორტალების, ტელევიზიის, რადიოს ჟურნალისტები და ცნობილი ბლოგერები, რომელთა მიერ მომზადებული სტატიები, ბლოგები და რეპორტაჟები ივნისის განმავლობაში გამოქვეყნდება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციისა და უცხოელი ტურისტების მოზიდვის მიზნით პრეს-ინფოტურების ორგანიზებას სამიზნე ქვეყნებიდან აქტიურად გააგრძელებს. მიმდინარე წელს, აჭარას უკვე სტუმრობდა სერბი, კორეელი, არაბი, უზბეკი, ყაზახი ჟურნალისტები. 2022 წელს, რეგიონს 500-მდე ჟურნალისტი, ბლოგერი, ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი სტუმროდა.

NS