ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს მტკიცებით, რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსება ბელორუსის ტერიტორიაზე მისი მოთხოვნა იყო.
მისივე თქმით, ეს მისი თხოვნა და „დაჟინებული მოთხოვნა“ იყო ბელორუსის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
"მე ვთვლი, რომ ასეთი იარაღის მქონე ქვეყანასთან ომი არავის მოუნდება. ღმერთმა არ ქნას, რომ მე მომიწიოს გადაწყვეტილების მიღება ამ იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით 21-ე საუკუნეში, მაგრამ თუ ჩვენს წინააღმდეგ იქნება აგრესია, ჩემი მხრიდან არანაირი ყოყმანი არ იქნება“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ტაქტიკური ბირთვული იარაღის მოწოდება ბელორუსისთვის განხორციელდება 7-8 ივლისის შემდეგ.