ავტორი:

"უკრაინის შეტევის პოტენციალი შორს არის ამოწურვისგან - წიწილებს შემოდგომაზე ვითვლით" - პრიგოჟინი

"უკრაინის შეტევის პოტენციალი შორს არის ამოწურვისგან - წიწილებს შემოდგომაზე ვითვლით" - პრიგოჟინი

კერძო რუსული სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი მიიჩნევს, რომ უკრაინის შეტევის პოტენციალი შორს არის ამოწურვისგან.

"ნებისმიერი შეტევა და მისი შედეგები უნდა შეფასდეს მოწინააღმდეგის პოტენციალის ამოწურვის შემდეგ. რამდენადაც მე მესმის, უკრაინის შეტევის პოტენციალი შორს არის ამოწურვისაგან და ამიტომ, როგორც რუსეთში ამბობენ, წიწილებს შემოდგომაზე ვითვლით. გავა თვენახევარი-ორი თვე და ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, მიაღწიეს თუ არა მათ შედეგს“, - განაცხადა პრიგოჟინმა.

ამასთან, მისი თქმით, დანამდვილებით არ იცის, გააგრძელებს თუ არა „ვაგნერი“ უკრაინაში მოქმედებას.