ავტორი:

საქართველოში მოქალაქეებს შესაძლოა, კრემაციის მოთხოვნის უფლება გაუჩნდეთ - რა წერია კანონპროექტში?

საქართველოში მოქალაქეებს შესაძლოა, კრემაციის მოთხოვნის უფლება გაუჩნდეთ - რა წერია კანონპროექტში?

საქართველოში მოქალაქეებს შესაძლოა, კრემაციის მოთხოვნის უფლება გაუჩნდეთ. აღნიშნულს გულისხმობს პარლამენტის წევრის ხათუნა სამნიძის მიერ მომზადებული კანონრპოექტი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში უკვე დარეგისტრირდა.

"კანონპროქტის მიღება უკავშირდება იმ გარემოებას, რომ საქართველოს ორგანული კანონში „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ არ არსებობს ჩანაწერი ნეშტის დაკრძალვასა და მასთან დაკავშირებული საქმიანობების ლიცენზიის შესახებ. ხოლო, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სახეების ჩამონათვალში, კრემაცია ეკონომიკური საქმიანობის სახედ არის შეტანილი. ნეშტის დაკრძალვასა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობებს შესაბამისი ქვეკლასი შეიცავს და ეს საქმიანობებია: გვამის მომზადება დაკრძალვის ან კრემაციისათვის; დაკრძალვის ან კრემაციის მომსახურება.

კანონპროექტი მიხედვით, განხორციელდება საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქმიანობის ლიცენზიის სახეების ჩამონათვალში ახალი პუნქტის ჩამატება: ნეშტის დაკრძალვასა და მასთან დაკავშირებული საქმიანობების ლიცენზიის შესახებ. რაც საშუალებას მისცემს დაინტერესებულ პირებს განახორციელონ აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობა,“- აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში...წაიკითხეთ სრულად