ავტორი:

დონალდ ტრამპი საიდუმლო დოკუმენტებთან დაკავშირებულ საქმეზე სასამართლოში მივიდა და ფორმალურად დააკავეს

დონალდ ტრამპი საიდუმლო დოკუმენტებთან დაკავშირებულ საქმეზე სასამართლოში მივიდა და ფორმალურად დააკავეს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საიდუმლო დოკუმენტებთან დაკავშირებულ საქმეზე სასამართლოში მივიდა, იგი ფორმალურად დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ტრამპი ფლორიდას შტატის ქალაქ მაიამის ფედერალური სასამართლოს შენობაში მივიდა, სადაც იგი ფორმალურად დააკავეს საიდუმლო დოკუმენტებთან არასათანადოდ მოპყრობის საქმესთან დაკავშირებით.

ტრამპის დაკავების შემთხვევა ფორმალური პროცედურაა, ამიტომ ყოფილ პრეზიდენტს ბორკილები არ დაადეს და “დაკავების ფოტო” არ გადაუღეს.

სასამართლომ მოსმენის დროს ნებისმიერი ტრანსლაცია, ასევე ფოტო და ვიდეოგადაღება აკრძალა, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ტრამპი ბრალდების არცერთ პუნქტში არ აღიარებს საკუთარ თავს დამნაშავედ. ამის შემდეგ მას ფორმალური დაკავებიდან გაათავისუფლებენ და ტრამპი საკუთარი მხარდაჭერების წინაშე დაანონსებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლას გეგმავს.