ავტორი:

ლუქსემბურგის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

ლუქსემბურგის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც 1932-1933 წლების ჰოლოდომორს უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ლუქსემბურგელი დეპუტატების გადაწყვეტილება ისტორიული სამართლიანობის აღდგენად შეაფასა.

"ეს ნაბიჯი პატივს სცემს მილიონობით მსხვერპლს და აღადგენს ისტორიულ სამართლიანობას. ჰოლოდომორის გენოციდად საერთაშორისო აღიარება კვლავ იზრდება", - დაწერა მან ტვიტერზე.

ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად უკვე აღიარებულია მსოფლიოს თითქმის სამი ათეული ქვეყნის პარლამენტების მიერ, მათ შორის ევროპაში.