ავტორი:

სად გაქრა ჩეჩნეთის ლიდერის მარჯვენა ხელი და რუსეთის გმირი ადამ დელიმხანოვი? - რამზან კადიროვმა უკრაინულ დაზვერვას თხოვნით მიმართა

სად გაქრა ჩეჩნეთის ლიდერის მარჯვენა ხელი და რუსეთის გმირი ადამ დელიმხანოვი? - რამზან კადიროვმა უკრაინულ დაზვერვას თხოვნით მიმართა

14 ივნისს, უკრაინულენოვან წყაროებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის სათათბიროს დეპუტატი და რამზან კადიროვის მარჯვენა ხელი ადამ დელიმხანოვი დაიჭრა და გარდაიცვალა.

როგორც უკრაინელები წერდნენ, დელიმხანოვი პრიმორსკში იმყოფებოდა. უკრაინული დაზვერვა ოკუპანტების ცოცხალ ძალას რამდენიმე საათის განმავლობაში ამონიტორინგებდა. მათ იცოდნენ, რომ ადგილზე "ახმატის“ წევრებიც იმყოფებოდნენ, მათზე არტილერიამ იერიში მიიტანა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში მებრძოლი, უკრაინელი პოლიტოლოგის, კირილ საზონოვის თქმით, იერიში იმდენად ძლიერი იყო, რომ დაჭრილიც არავინ დარჩა, ყველა განადგურდა. მისი თქმით, ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც არ მისულა.

სწორედ საზონოვი წერდა, რომ დელიმხანოვიც იქ იმყოფებოდა.

ამ თავდასხმის შემდეგ, რამდენიმე საათის განმავლობაში კადიროვის მარჯვენა ხელი კონტაქტზე არ გამოდიოდა, რამაც რამზანიც კი შეაშინა.

"დელიმხანოვთან პირადად მეც ვერ გავდივარ კონტაქტზე. ვთხოვ უკრაინულ დაზვერვას, მოგვაწოდოს ინფორმაცია კონკრეტულად რა პოზიციაზე მიიტანეს იერიში და რა ზიანი მიაყენეს, რათა ჩემი ძვირფასი ძმა როგორღაც ვიპოვო.

ჯილდო გულუხვი იქნება და ძალიან გთხოვთ ამაში ერთად ვიმოქმედოთ,“ - წერს რამზანი ტელეგრამზე.

მოგვიანებით, დუმის დეპუტატმა ვოლოდინმა განაცხადა, რომ დელიმხანოვი ცოცხალია და პირადად ელაპარაკა მას. თუმცა ადამი სოციალურ ქსელებში არ გამოჩენილა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ადამ დელიმხანოვს 2019 წელს რუსეთის ფედერაციის გმირის წოდება მიანიჭა.

  • მოამზადა ანრი კურტანიძემ