ავტორი:

ქანიე უესტის ცოლი ქუჩაში ფეხსაცმლის გარეშე, პროვოკაციული სტილი და ახალი ტრენდი (ფოტოები)

ქანიე უესტის ცოლი ქუჩაში ფეხსაცმლის გარეშე, პროვოკაციული სტილი და ახალი ტრენდი (ფოტოები)

ქანიე უესტი და მისი ცოლი, ბიანკა ცენსორი პაემანზე კვლავ ფეხშიშველები დადიან. ამჯერად, წყვილმა ლანჩი KFC-ში მიირთვა. რეპერს კვლავ თავისი Vetements-ის "პოლიციის“ მაისური და წინდა-ფეხსაცმელი ეცვა.

ცენსორიმ კი მასზე უფრო თამამი ჩაცმულობა არჩია. როგორც ჩანს, მან საცვლისა და ფეხსაცმლის გარეშე გადაწყვიტა გამოჩენა. რეპერის ცოლი შავი, ტანზე მომდგარი მაისურისა და შავი კოლგოტის ამარა გავიდა საჭმელად.

28 წლის ბიანკას პროვოკაციული სამოსი პაპარაცების ყურადღების ობიექტი გახდა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა წყვილი ტანსაცმლის უცნაური არჩევანით ხალხს აკვირვებს. ისიც ცნობილი ფაქტია, რომ უესტი ხშირად ურჩევს თავის პარტნიორებს სამოსს.

თვის დასაწყისში ქანიე და ბიანკა საეკლესიო მსახურებას ერთმანეთის მსგავსი, არასტანდარტული სამოსით დაესწრნენ. მათ ფოტოებს სოციალურ ქსელებში არაერთი ირონიული კომენტარი მოჰყვა.

რეპერთან დაახლოებული წყაროს თქმით, ქანიე ბიანკასთან ბედნიერია და უხარია, რომ "ისეთი ვიღაც იპოვა, ვისაც მისი ნამდვილად ესმის".

წყარო: pagesix

ნახეთ ასევე:

მოამზადა: ანა სიბოშვილმა