ავტორი:

წიგნებიდან გაცოცხლებული სცენები და მხიარული ღონისძიება - იტალიურ სკოლა "ცისკარში"  მოსწავლეების და საბავშვო მწერლების შეხვედრა გაიმართა

წიგნებიდან გაცოცხლებული სცენები და მხიარული ღონისძიება - იტალიურ სკოლა "ცისკარში"  მოსწავლეების და საბავშვო მწერლების შეხვედრა გაიმართა

19 მაისს, იტალიურმა სკოლამ „ცისკარი“ საბავშვო მწერლებს - ლელა ცუცქირიძეს და ვასო გულეურს უმასპინძლა.

ღონისძიებაში, რომელიც სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები და პედაგოგები მონაწილეობდნენ.

პატარებმა ღონისძიებაზე მოწვეული მწერლების შემოქმედებიდან სხვადასხვა ინსცენირება გაითამაშეს. მე-3 კლასელებმა კი ლელა ცუცქირიძის ნახატების მიხედვით შექმნილი საკუთარი შემოქმედება გაუზიარეს სტუმრებს და საჩუქრად ალბომად აკინძული თავიანთი თხზულებები გადასცეს.

სტუმრებმა მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხეს.

„არაჩვეულებრივი შეხვედრა იყო, სიყვარულით და სიხარულით სავსე. ბავშვები წინასწარ ემზადებოდნენ, ყველა ზღაპრის და მოთხრობის მიხედვით ჰქონდათ დახატული თავიანთი ნახატები. ასევე, წარმოადგინეს ინსცენირებები ავტორთა წიგნებიდან. სიხარულით ელოდნენ მათ მოსვლას და ძალიან ბედნიერები დარჩნენ. ღონისძიებაზე რამდენიმე კლასი იყო წარმოდგენილი და შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა“. - მარიკა ხუციძე. იტალიური სკოლის ბიბლიოთეკარი

R