სამტრედიის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მე-11 კლასის მოსწავლე მეგობრებთან ერთად მდინარე გუბისწყალზე სათევზაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც წყალში ჩავარდა.
ადგილზე სამძებრო სამაშველო ღონისძიებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მაშველებმა არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი სამტრედიის ერთ-ერთ სკოლაში სწავლობდა.