ავტორი:

საბერძნეთში, მიგრანტების ნავი ჩაიძირა -  დაიღუპა სულ მცირე, 79 ადამიანი, დაკარგულია ასობით მიგრანტი

საბერძნეთში, მიგრანტების ნავი ჩაიძირა -  დაიღუპა სულ მცირე, 79 ადამიანი, დაკარგულია ასობით მიგრანტი

საბერძნეთის სანაპიროებთან მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 79 ადამიანი დაიღუპა. BBC-ის ინფორმაციით, საბერძნეთის მთავრობამ, მომხდარი ტრაგედიის გამო, სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

ნავზე მყოფი 100-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს, თუმცა გადარჩენილები და ბერძენი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ბორტზე კიდევ ასობით მიგრანტი იმყოფებოდა.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, სანაპირო დაცვის სამსახურმა ნავზე მყოფებთან კონტაქტი რამდენჯერმე დაამყარა და დახმარება შესთავაზა, მაგრამ მათ უარი განაცხადეს და უპასუხეს: ”იტალიაში წასვლის გარდა არაფერი გვინდა”.

დაღუპულთა ეროვნება ჯერჯერობით არ სახელდება. გადარჩენილები ქალაქ კალამატაში გადაიყვანეს და ბევრ მათგანს ჰიპოთერმიის ან მცირე დაზიანებების გამო საავადმყოფოში მკურნალობა ჩაუტარდა.

ამასთან, მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა ტრეფიკინგში ეჭვმიტანილი სამი პირი დაკითხეს.

ნავი ლიბიიდან იტალიაში მიდიოდა, ბორტზე მყოფთა უმეტესობა ახალგაზრა მამაკაცი იყო. ნავი პილოსის სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 80 კილომეტრში ჩაიძირა.