ავტორი:

"ნაცმოძრაობა“, "ლელო“, გახარია, "გირჩი", ვაშაძე - ესენი ყველანი არიან "გლობალური ომის პარტიის“ საცოდავი აგენტები - ირაკლი კობახიძე

"ნაცმოძრაობა“, "ლელო“, გახარია, "გირჩი", ვაშაძე - ესენი ყველანი არიან "გლობალური ომის პარტიის“ საცოდავი აგენტები - ირაკლი კობახიძე

"როდესაც გადაწყვეტილება მიიღება, მარტივია გლობალური ომის პარტიისთვის ევროკავშირზე ზემოქმედება, ვინაიდან, კონსენსუსით მიიღება გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით",- ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ვინაიდან, კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის სრული კონსენსუსია საჭირო, გლობალური ომის პარტიისთვის მარტივია ზემოქმედება, ვინაიდან, 27 ქვეყნიდან ერთის უარის შემთხვევაშიც კი, ქვეყანა სტატუსს ვერ მიიღებს.

კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა“, საქართველოში "გლობალური ომის პარტიის“ აგენტურას წარმოადგენს.

"სრული კონსენსუსია საჭირო. საკმარისია, 27 ქვეყნიდან ერთი გარეთ გამოწიო, სტატუსი არ მოგენიჭება. ნახეთ რა მარტივია გლობალური ომის პარტიისთვის ზემოქმედება.

"ნაცმოძრაობა“ გლობალური ომის პარტიის საცოდავი აგენტურაა აქ. "ნაცმოძრაობაში“ არ ვგულისხმობ თან პარტია "ნაცმოძრაობას“, იმას თავისი გაჭირვება აქვს. აქ არის კოლექტიურ "ნაცმოძრაობაზე“ საუბარი: პარტია "ნაცმოძრაობა“, "ლელო", გახარია, "გირჩი“, ვაშაძე - ესენი ყველანი არიან "გლობალური ომის პარტიის“ საცოდავი აგენტები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წამყვანის კითხვაზე, მმართველი პარტიის ლიდერი, გახარიასაც თუ გულისხმობს კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობაში“, კობახიძემ განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერიც მათ რიცხვშია.

"აბა რა, გახარიამ იმდენი უბედურება გააკეთა დავალებებით: პანკისი, 20 ივნისი და ა.შ. - ეს ცალკე თემაა, მაგრამ ეს ყველაფერი სინამდვილეში, არის საცოდავი აგენტურა. რა თქმა უნდა, "ნაცმოძრაობას“ არ ვგულისხმობ, მაგრამ ვგულისხმობთ "გლობალური ომის პარტიას“. საკმარისია, ერთი ქვეყანა 27-დან გამოსწიონ და საქართველოს არ მიენიჭება კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.