ავტორი:

აშშ-ში სასამართლომ Starbucks-ს რასობრივი ნიშნით გათავისუფლებული თეთრკანიანი თანამშრომლისთვის 25,6 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა

აშშ-ში სასამართლომ Starbucks-ს რასობრივი ნიშნით გათავისუფლებული თეთრკანიანი თანამშრომლისთვის 25,6 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა

სასამართლოს გადაწყვეტილებით, აშშ-ში, Starbucks-ს გათავისუფლებული თეთრკანიანი თანამშრომლისთვის 25,6 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს.

საუბარია რასობრივი დისკრიმინაციის საქმეზე, რომლის გამოძიებაც 2019 წლიდან მიმდინარეობს.

  • ამბავი ასეთია:

2018 წელს Starbucks-ის ფილადელფიის ფილიალში ორი შავკანიანი მამაკაცი შევიდა და საპირფარეშოთი სარგებლობა ითხოვა, რაზეც თანამშრომლებმა უარი უთხრეს და შენობის დატოვება მოსთხოვეს, რადგან "სტარბაქსში" რაიმის საყიდლად არ შესულან. ხოლო როცა უარი მიიღეს, პოლიცია გამოიძახეს.

დაკავების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. ფაქტს საპროტესტო ტალღა მოჰყვა, რის შემდეგაც, კომპანიის რეგიონული მენეჯერი, შენონ ფილიპსი გაათავისუფლეს, ხოლო იმ ფილიალის შავკანიანმა მენეჯერმა, სადაც ინციდენტი მოხდა, სამსახური შეინარჩუნა.

  • 2019 წელს ფილიპსმა Starbucks-ს უჩივლა და კომპანია თეთრკანიანი თანამშრომლების უკანონოდ გათავისუფლებასა და უსამართლოდ დასჯაში დაადანაშაულა.

ნიუ ჯერსის ფედერალურმა სასამართლომ დაადგინა, რომ Starbucks-მა დაარღვია შენონ ფილიპსის ფედერალური სამოქალაქო უფლებები, ისევე, როგორც ნიუ ჯერსის კანონი, რომელიც კრძალავს რასობრივი ნიშნით დისკრიმინაციას. ხოლო კომპანიას კომპენსაციის გადახდა დააკისრა.