ავტორი:

"თვალი დღემდე ლურჯი მაქვს, ის კი თავისუფალია" - რას წერს მოდელი რენატა ბეგიაშვილი, მასზე ძალადობაში ბრალდებული ექსმეუღლის გირაოთი გათავისუფლებაზე?

"თვალი დღემდე ლურჯი მაქვს, ის კი თავისუფალია" - რას წერს მოდელი რენატა ბეგიაშვილი, მასზე ძალადობაში ბრალდებული ექსმეუღლის გირაოთი გათავისუფლებაზე?

მოდელ რენატა ბეგიაშვილზე ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული მისი ყოფილი მეუღლე, შალვა იაშვილი სასამართლომ 50 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა. აღნიშნულის შესახებ შუამდგომლობა სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის დაცვის მხარემ დააყენა, რაც მოსამართლემ გაითვალისწინა.

  • აღნიშნულს რენატა ბეგიაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება:

"არ ვიცი რატო დავეხმარე ალბათ მისი ოჯახის მუქარებმაც იმოქმედა ან ზედმეტად მიამიტი და დიდი გული მაქვს. მოსამართლის იმედი მქონდა, რაზეც არუნდა მომეწერა ხელი, არ ცნობდა..

არ უფიქრია რამდენად ზეწოლის ქვეშ ვიყავი მთელი ეს პერიოდი.. მოღალატე, ბოროტი ადამიანების გამო.

იმედი მაქვს სხვა ქალი აღარ იქნება ჩემს ადგილას. იმედი მაქვს ჩემი შვილი და მე ძალიაან ბედნიერები ვიქნებით. ღმერთი ყველგან არის და ყველაფერს ხედავს. კიდევ ერთხელ და საბოლოოდ დავიჯერე, თუ როგორი უსამართლო გარემო გვაქვს ადამიანებს, ჩვენ შვილებს.. ფულზე გაყიდული ადამიანობა.

შეგახსენებთ, საგამოძიებო უწყების ცნობით, 22 აპრილს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შალვა იაშვილმა მეუღლის, რენატა ბეგიაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა, რა დროსაც სახეზე მას დაზიანებები მიაყენა.

საქმის პროკურორის ალინა კუკავას განცხადებით, დაზარალებულმა ქალმა, გამოკითხვისას თქვა, რომ მის მიმართ მეუღლის მხრიდან არაერთი ძალადობა განხორციელდა. პროკურორის განმარტებით, საუბარია როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიკურ ძალადობაზე.

სასამართლომ შალვა იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 27 აპრილს შეუფარდა.