ავტორი:

ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟი საბრძოლო ხელოვნებითაა გატაცებული - ვინ არის მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი კიკბოქსიორი, რომელიც მას ავარჯიშებს (ვიდეო)

ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟი საბრძოლო ხელოვნებითაა გატაცებული - ვინ არის მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი კიკბოქსიორი, რომელიც მას ავარჯიშებს (ვიდეო)

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები, ისევე, როგორც თვითონ ივანიშვილი, საზოგადოებაში იშვიათად ჩნდებიან. საზოგადოების ინტერესი კი მათ მიმართ ყოველთვის დიდია.

ივანიშვილის შვილები იშვიათად აქვეყნებენ ფოტოებსა თუ ვიდეოებს სოციალურ ქსელებშიც. როგორც ცნობილია, ბიზნესმენის შვილებიდან ყველაზე პოპულარული, ბერა ივანიშვილი ცოლთან და შვილებთან ერთად საზღვარგარეთ ცხოვრობს.

რაც შეეხება უმცროს ვაჟს, ცოტნეს, როგორც ჩანს, საბრძოლო ხელოვნებითაა დაინტერესებული. ბოლო დროს "ტიკტოკზე" ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს თუ როგორ ვარჯიშობს ცოტნე. ვიდეოებს ალიმ ნაბიევი აქვეყნებს, რომელიც ბიჭის მწვრთნელია.

ცოტნე მწვრთნელთან ერთად სხვადასხვა სახის ფიზიკურ დავალებებს აკეთებს.

ვინ არის ალიმ ნაბიევი?

ნაბიევი, რომელიც 1994 წელს თელავში დაიბადა, ცნობილი კიკბოქსიორია. ის ელიტარულ ორგანიზაციაში Glory-ში აზერბაიჯანის სახელით იბრძვის.

28 წლის ალიმს "გლორიში" 6 მოგება და 3 მარიცხი აქვს, ამჟამად ის რეიტინგში მესამე ნომერია.

კარიერის განმავლობაში ნაბიევი კიკბოქსინგის სხვადასხვა ორგანიზაციებში მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონია.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე