ავტორი:

უკრაინელებმა "ჰაიმარსებიდან" ზუსტი კონტრსაბატარეო ცეცხლით რუსების არტილერიის წერტილოვანი განადგურება დაიწყეს...

უკრაინელებმა "ჰაიმარსებიდან" ზუსტი კონტრსაბატარეო ცეცხლით რუსების არტილერიის წერტილოვანი განადგურება დაიწყეს...
  • "არსენალი" - ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ, 4-5 ივნისს დაწყებული უკრაინის არმიის კონტრიერიშების საწყისი ეტაპი მთლად წარმატებული ვერ აღმოჩნდა კიევისთვის, ისევე, როგორც უკრაინის უკან მდგომი დასავლეთისთვის...

ამის რამდენიმე ობიექტური ფაქტორი არსებობდა:

პირველი - დაიკარგა მოულოდნელობის ეფექტი და რუსეთის საოკუპაციო ძალებს ჰქონდათ არანაკლებ ნახევარი წელი ორ-სამზოლიანი თავდაცვის ზღუდეების ასაგებად ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქის სამხრეთ მიმართულებაზე;

მეორე - საინჟინრო თვალსაზრისით კარგად აგებული თავდაცვითი ზღუდეები და მათი მისადგომების "უხვად" დანაღმვა რუსი ოკუპანტების მიერ;

მესამე - რუსული საარმიო და საფრონტო ავიაციის სრული უპირატესობა უკრაინის ცაში, რასაც აძლიერებს პლანირებადი მართვადი საავიაციო ბომბებისა და მართვადი ტანკსაწინააღმდეგო საავიაციო რაკეტების მასობრივი გამოყენება, რაც რუს პილოტებს საშუალებას აძლევს, არ შეფრინდნენ უკრაინული საჰაერო თავდაცვის საშუალებების მოქმედებების ზონაში;

მეოთხე - რუსული არტილერიის მრავალრიცხოვნობა და ინტენსიური ცეცხლი ფრონტის ხაზზე.

ზემოხსენებულმა ყველა ფაქტორმა თავისი უარყოფითი როლი შეასრულა იმაში, რომ შეტევაზე გადასულ უკრაინულ ჯავშანჯგუფებს სერიოზული პრობლემები შექმნოდათ, ჯერ კიდევ რუსი ოკუპანტების თავდაცვის ზღუდეებთან მიახლოებამდე, სადაც ყველაზე დიდ საფრთხეს რუსული არტილერიის ინტენსიური ცეცხლი წარმოადგენდა...

მართალია, ამ ომის დასაწყისიდანვე რუს ოკუპანტებს ბევრად მეტი სხვადასხვა კალიბრის საარტილერიო დანადგარი ჰქონდათ და დღე-ღამის განმავლობაში 60 ათას გასროლამდეც კი ასულან, მაგრამ შემდგომში ამ მხრივ სიტუაცია მათ საწინააღმდეგოდ შეიცვალა.

ჯერ ერთი, თვით რუს ოკუპანტებსაც კი გაუჩნდათ "ჭურვების შიმშილი", რადგან აღმოჩნდა, რომ ყოფილი საბჭოთა საარტილერიო საწყობების "უძირო" მარაგიც, თურმე, იწურება, თუნდაც იმიტომ, რომ ასე "პროფესიონალმა" რუსმა არტილერისტებმა უკრაინის მიწა მთვარის ლანდშტაფს დაამსგავსეს, მასობრივი არაზუსტი სროლების გამო. გააგრძელეთ კითხვა