გერმანული ბრენდი VILEDA ქართულ ბაზარზე შემოსვლის საიუბილეო მე-15 წელს აღნიშნავს, რასთან დაკავშირებითაც მომხმარებლებს 15 ივნისიდან სრულ ასორტიმენტზე განსაკუთრებული შეთავაზებები ელოდებათ.
VILEDA-ს სახლის დასუფთავების პრემიუმ ხარისხის პროდუქცია პოპულარობით სარგებლობს როგორც ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყანაში, ასევე საქართველოში. დაარსებიდან 75 წლის განმავლობაში ბრენდმა შექმნა თანამედროვე გამოწვევებისა და მოთხოვნების შესაბამისი ინოვაციური პროდუქტები, რომელიც ჰიგიენური წმენდის მაღალეფექტურობასა და გამარტივებას ემსახურება.
ბრენდი ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია პროდუქციის თითქმის სრული ასორტიმენტით: იატაკის საწმენდი მოწყობილობები, ტილოები, სახეხები, ღრუბლები, ხელთათმანები საშრობები, საუთოო მაგიდები და მათი გადასაკრავები, რომელზეც მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზებები ელოდებათ.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, პროდუქციის ხარისხისა და ინოვაციურობის წყალობოთ, რაც დასუფთავების საუკეთესო გამოცდილებას იძლევა, 2006 წლიდან დღემდე VILEDA-მ ქართულ ბაზარზე ათასობით ლოიალური მომხმარებელი შეიძინა და სახლის მოვლის მიმართულებით წამყვან ბრენდად იქცა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ დღეს Vileda საქართველოში და მის საზრვრებს გარეთაც N1 ბრენდია.
მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი გაჯერებულია დასუფთავების ბრენდების მრავალფეროვანი ასორტიმენტით, მაინც დგას ხარისხიანი საწმენდი საშუალებების პრობლემა. ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას და თანამედროვე გამოწვევებს კი პასუხობს გერმანული სტანდარტებით დამზადებული პროდუქცია. ამასთან, პანდემიის პერიოდში ბრენდმა არსებულ სიტუაციის საპასუხოდ შექმნა ხაზი, რომელიც ზედაპირებიდან ბაქტერიების 99%-ს აშორებს მხოლოდ წყლით, ასევე სულ რაღაც 1 თვის წინ წარადგინა „ულტრა ფრეშის“ მიმართულება, ანუ პროდუქტები, რომელიც მდგრადია ბაქტერიების მიმართ და 5-ჯერ უფრო ძლიერად ებრძვის მათ, ვიდრე ჩვეულებრივი ღრუბლები და ტილოები.
აღსანიშნავია, რომ ბრენდი ითვალისწინებს გარემოზე ზრუნვის კომპონენტს და ამ მხრივ არსებულ რისკებსაც, რის გამოც საწარმოო პროცესებისგან მიყენებული ზიანი მინიმუმამდეა დაყვანილი, პროდუქცია და მისი შეფუთვა კი ნაწილობრივ ბიოდეგრადირებადია.
VILEDA-ს პროდუქცია ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც ქსელურ, ისე არაქსელურ და ონლაინ მაღაზიებში. საიუბილეო შეთავაზებებთან დაკავშირებით მომხმარებლებს ინფორმაციის მიღება შეეძლებათ როგორც „ფეისბუქის“, ისე „ინსტაგრამის“ მეშვეობით და ადგილზე, მაღაზიებშიც.
R