ავტორი:

"ადიდებულია ხევები სოფლებში: ძირკოკი, ვეჯინი, გურჯაანი, ჭანდარი" - რა ვითარებაა გურჯაანში, რას აცხადებს სტიქიის ზონაში მყოფი კახეთის სახელმწიფო რწმუნებული

"ადიდებულია ხევები სოფლებში: ძირკოკი, ვეჯინი, გურჯაანი, ჭანდარი" - რა ვითარებაა გურჯაანში, რას აცხადებს სტიქიის ზონაში მყოფი კახეთის სახელმწიფო რწმუნებული

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გურჯაანში, სტიქიის ზონაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.

უხვი ნალექისა და სეტყვის შედეგად დაიტბორა გურჯაანში, თავისუფლების ქუჩა, რამაც ტრანსპორტის მოძრაობის შეფხერხება გამოიწვია, დაიტბორა შენობების პირველი სართულები.

"გურჯაანის გარდა მუნიციპალიტეტის სოფლებში: ძირკოკი, ვეჯინი, გურჯაანი, ჭანდარი, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულია ხევები.

სტიქიის ზონაში იმყოფებიან - კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ლერი გელენავა და საკრებულოს თავმჯდომარე, ვანო ბერიძიშვილი.

ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მძიმე ტექნიკა ცოცხალი ძალა.

მიმდინარეობს ამოტუმბვისა და გზის გაწმენდის სამუშაოები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ: