ავტორი:

83 წლის ალ პაჩინოს და 29 წლის ნურ ალფალას ვაჟი შეეძინათ

83 წლის ალ პაჩინოს და 29 წლის ნურ ალფალას ვაჟი შეეძინათ

83 წლის ალ პაჩინოს და 29 წლის ნურ ალფალას ვაჟი შეეძინათ. მსახიობის მეოთხე შვილის დაბადების შესახებ განცხადება მსახიობის წარმომადგენელმა გააკეთა. "ვადასტურებ, რომ ალ პაჩინოს და ნურ ალფალას ვაჟი შეეძინათ, სახელად რომან პაჩინო," - თქვა პაჩინოს სპიკერმა.

წინა თვეში, პაჩინოს 79 წლის მეგობარს, რობერტ დე ნიროსაც შეეძინა შვილი. ალ პაჩინოს მამად გახდომის ამბის გამჟღავნების შემდეგ, მას დე ნირო გამოეხმაურა: "მიდი, ალ, ღმერთმა დალოცოს".

პაჩინო და 29 წლის ალფალა ერთმანეთს 2022 წლის აპრილიდან ხვდებიან. ლეგენდარულ მსახიობს, რომანის გარდა კიდევ 3 შვილი ჰყავს: 33 წლის ჯული და 22 წლის ტყუპი, ანტონი და ოლივია.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა