უკრაინის რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევის ოლქსა და დედაქალაქ კიევში საჰაერო განგაშია გამოცხადებული, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
"საჰაერო შეტევა გრძელდება! საჰაერო თავდაცვა მუშაობს ოლქში, კიევის მისადგომებთან. დარჩით თავშესაფრებში საჰაერო განგაშის დასრულებამდე!" - აცხადებენ დედაქალაქის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაში.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი მოქალაქეებს მოუწოდებს, ყურადღებით მოეკიდონ საჰაერო განგაშს.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსებმა ჩრდილოეთის მიმართულებით "კალიბრის“ ტიპის რამდენიმე ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს.
"არ უგულებელყოთ საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაშის სიგნალი!“ - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.