ავტორი:

"რა კავშირი აქვს სამშობლოსთან, ან რამე თუ გაუგია 2008 წელს დაღუპულ ჩვენს გმირებზე, ანწუხელიძის სახელი და გვარი მაინც არ გაუგია?" - ხატია დეკანოიძე თორნიკე რიჟვაძეზე

"რა კავშირი აქვს სამშობლოსთან, ან რამე თუ გაუგია 2008 წელს დაღუპულ ჩვენს გმირებზე, ანწუხელიძის სახელი და გვარი მაინც არ გაუგია?" - ხატია დეკანოიძე თორნიკე რიჟვაძეზე

"რა კავშირი აქვს სამშობლოსთან, ან რამე თუ გაუგია 2008 წელს დაღუპულ ჩვენს გმირებზე, ანწუხელიძის სახელი და გვარი მაინც არ გაუგია?" - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეს მიმართა, რომელმაც უმაღლეს საბჭოში ანგარიშის წარდგენისას 2008 წლის ომს "ლაჩრულად წაგებული“ უწოდა.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნული განცხადებით ლაჩრები ქართველ მეომრებს უწოდა.

"არ შემიძლია არ გამოვეხმაურო თორნიკე რიჟვაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ამაზრზენ განცხადებას, რომელიც ჩვენს მეომრებს, საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ ნაწილს, ვინც 2008 წელს თავდაუზოგავად იბრძოდა იმისთვის, რომ რუსული ჯარი შეეჩერებინა, ამ ადამიანებს უწოდებს ლაჩრებს. არ შემიძლია არ ვუთხრა ამ კაცს, საერთოდ რა სენსიტიურობა აქვს, ან რა კავშირი აქვს სამშობლოსთან, ან რამე თუ იცის საერთოდ, რამე თუ გაუგია 2008 წელს დაღუპულ ჩვენს გმირებზე, ანწუხელიძის სახელი და გვარი მაინც არ გაუგია? მე საერთოდ წარმოდგენაც კი არ შემიძლია ასეთი ადამიანი მერე როგორ შეიძლება გარეთ გამოვიდეს, სხდომაზე დაჯდეს და მორალი უკითხოს თუნდაც მისთვის მიუღებელ ადამიანს. მე მინდა მას ვუთხრა, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც იბრძოდა 2008 წელს, იცავდა ჩვენს ქვეყანას, ყველა ის ადამიანი, ვინც აკავებდა მტერს საკუთარი სიცოცხლის ფასად, ვინც პარტიისთვის კი არა, თავისი სამშობლოსთვის იბრძოდა, ეს ადამიანები არიან გმირები“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ინფორმაციისთვის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ უმაღლეს საბჭოში ანგარიშის წარდგენის დროს ბათუმში რუსი ტურისტების მატების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ რუსს ტურისტებს 2008 წლის "ლაჩრულად წაგებული“ ომის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა "მწვანე აუნთო“.

"2008 წელს, ლაჩრულად წაგებული ომის შემდგომ, სააკაშვილის ხელისუფლებამ მწვანე აუნთო, უვიზო რეჟიმი დაუწესა და ყვავილებით, ქართული ღვინით ხელში ეგებებოდა“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.