ავტორი:

"მანქანაში მარტო მყოფ ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხა ვიღაც გიჟი" - რას წერს "გირჩი - მეტი თავისუფლების" პრესსამსახურის თანამშრომელი?

"მანქანაში მარტო მყოფ ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხა ვიღაც გიჟი" - რას წერს "გირჩი - მეტი თავისუფლების" პრესსამსახურის თანამშრომელი?

"გირჩი - მეტი თავისუფლების" პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს გორში თავს დაესხნენ.

ინფორმაციას პრესსამსახურის თანამშრომელი ანა ყურაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ბანაკში მივდიოდით, გავჩერდით გორის სმარტთან, გოგოები შევედით მაღაზიაში და ამ დროს, მანქანაში მარტო მყოფ ჯაფარას თავს დაესხა ვიღაც გიჟი. ყველაფერი მოხდა ძალიან სწრაფად. ზურას დაზიანება აქვს თვალის არეში", - წერს ყურაშვილი.