ავტორი:

"ამას არც კაცობასთან, არც ქრისტიანობასთან და არც ევროპულობასთან არაფერი აქვს საერთო" - ნიკა მელია ზურაბ ჯაფარიძის თავდასხმაზე

"ამას არც კაცობასთან, არც ქრისტიანობასთან და არც ევროპულობასთან არაფერი აქვს საერთო" - ნიკა მელია ზურაბ ჯაფარიძის თავდასხმაზე

ამას არც კაცობასთან, არც ქრისტიანობასთან, არც ეროვნულობასთან და არც ევროპულობასთან არაფერი აქვს საერთო, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია „აი, იას“ თანადამფუძნებლის ვახტანგ შაქარაშვილის „ფეიბუქის“ პოსტს, რომელიც მან „გირჩის“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმასთან დაკავშირებით დაწერა.

„მეტი არაფერია რუსეთი, თუ არა ძალადობა რელიგიის სახელით, ომი მშვიდობის სახელით და მკვლელობა სიცოცხლის სახელით....თუ რამე არის ქართული - მრავალფეროვნებაა, თუ რამე არის ქრისტიანული ტოლერანტობაა ....

ის კი, რაც აქ წერია, არის ძალადობა, არის დანაშაული, ამის გაკეთებაც, მოწონებაც, გაზიარებაც და წაქეზებაც! ამას არც კაცობასთან, არც ქრისტიანობასთან, არც ეროვნულობასთან და არც ევროპულობასთან არაფერი აქვს საერთო!”- წერს ნიკა მელია.

ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმის შესახებ ვახტანგ შაქარიშვილმა „ფეისბუქზე“ შემდეგი სახის პოსტი დაწერა: „ზურა გირჩი შარვალჩახდილ ჯაფარიძე მიდიოდა ბორჯომში ახალგაზრდების მოსაწამლად (ტრენინგის ჩასატარებლად).

გორში „სმარტში” გაჩერდა, ერთი ქართველი კაცი მიუახლოვდა, თუ შეიძლება შუშას ჩაუწიე, რაღაც მაქვს სათქმელიო… ჩამოწია გირჩმაც, იფიქრა მესალმებაო და ცხვირ-პირში მოხვდა, ეს იმისთვის, ჩვენს პატრიარქს და ეკლესიას რომ შეურაცხყოფას აყენებო და წავიდა თავის გზაზე ის კარგი კაცი… ზურა დარჩა შარვალჩახდილი და მოუწია უკან თბილისში დაბრუნება! დარჩნენ ბავშვები “განათლების” გარეშე“,- წერს შაქარიშვილი.

ცნობისთვის, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერს გორში, „სმარტთან“ თავს დაესხნენ. პარტიის წევრის, ანა ყურაშვილის ინფორმაციით, ჯაფარიძეს თავს ერთი პირი მაშინ დაესხა, როდესაც ის მანქანაში იმყოფებოდა, შედეგად მას თვალი აქვს დაზიანებული.