საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში, ყოველ შაბათ-კვირას პროექტი "მუსიკალური საღამოები" გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში, ყველა მუნიციპალიტეტში, მოქალაქეები შეძლებენ ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის დათვალიერებას და შეძენას, პატარების განწყობაზე იზრუნებენ ზღაპრის გმირები და ანიმატორები, მოეწყობა სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობა და ვორქშოპი, ასევე სადეგუსტაციო და კვების ზონა.
საღამოს კი ქართველი მომღერლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება. 18 ივნისს, “მუსიკალური საღამოები” ბოლნისში, ხელვაჩაური, ჩხოროწყუსა და თიანეთი გაიმართება.
ნახეთ ფოტოები:






