ავტორი:

"რაში შეიძლება ვნახოთ  ინვესტიცია, ტურიზმში? ანუ ნიკარაგუა აფხაზეთში სასტუმროებს ააშენებს?!" - აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ამბობს, რომ ნიკარაგუასთან საინვესტიციო საკითხები განიხილეს

"რაში შეიძლება ვნახოთ  ინვესტიცია, ტურიზმში? ანუ ნიკარაგუა აფხაზეთში სასტუმროებს ააშენებს?!" - აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ამბობს, რომ ნიკარაგუასთან საინვესტიციო საკითხები განიხილეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, ნიკარაგუას დახმარებით, არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას გააკონტროლებენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, რამდენიმე დღის წინ, სოხუმს, "ნიკარაგუას ოფიციალური დელეგაცია ეწვია და მხარეებმა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, სავაჭრო და საინვესტისიციო საკითხებში თანამშრომლობის თემები განიხილეს.

აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას ინიციატივით, მედიაჰოლდინგი “აფხაზეთი - ნიკარაგუა” შეიქმნა, რომელიც თანამშრომლობის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციების გავლენების წინააღმდეგ იმუშავებს", - წერს გამოცემა apsnypress.info წერს.

გამოცემის ცნობით, ინალ არძინბა ყველა ტრიბუნიდან საუბრობს "სწორი საინფორმაციო პოლიტიკის მნიშვნელობაზე, მისი აზრით, არასამთავრობო ორგანიზაციების "დესტრუქციული გავლენებს. სახელმწიფო დონეზე უნდა ებრძოლონ". ამ საკითხში კი მას ნიკარაგუას დელეგაციის წარმომადგენელი ლაურეანო ორტეგა მურილოც დაეთანხმა.

დელეგაცია ნიკარაგუადან ოკუპირებულ აფხაზეთში

არძინბა ირწმუნება, რომ აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციებოს ფინანსური შემოსავლების კონტროლი აუცილებელია. ამიტომაც, გამუდმებით ითხოვს მათ მკაცრ კონტროლს და დასავლური პროექტების განხორციელების შეზღუდვას.

ადგილობრივების თქმით, ნიკარაგუსთან დემოკრატიულ ღირებულებებზე საუბარი ძალიან არასერიოზულად ჟღერს და ჰგავს თავის მოტყუებას, რაც ინალ არძინბას ძალიან კარგად გამოსდის.

"არძინბასთვის არასამთავრობოები საქართველოსთან ასოცირდება, ამიტომაც ეშინია მათი და ცდილობს, თუნდაც ნიკარაგუას დახმარებით, რაღაც ალტერნატიული დაამკვიდროს და მათ ფეხი ამოაკვეთინოს. ამისთვის ყველანაირი მიზეზის მოფიქრება შეუძლია - ფინანსური გაუმჭვირვალობა, ანტიეროვნული ღირებულებების დამკვიდრება, ქართველთებთან მეგობრული ურთიერთობების შეფუთვა, როგორც რბილი ძალა და სხვა მოგონილი საფრთხეები. ამიტომ, ჩვენმა "დემოკრატმა მინისტრმა" ამ საფრთხეებისგან ნიკარაგუას ფინანსებით უნდა დაგვიცვას", - წერს ირონიით აფხაზი ბლოგერი ლიანა ცარბა.

"არ ვიცოდი, თუ ნიკარაგუა ისეთი განვითარებული ქვეყანა იყო, რომ სხვა ქვეყანაში ჩადებდა ინვესტიციას, თან საინფორმაციო პოლიტიკის განვითარების კუთხით. არც ის ვიცოდი, თუ დემოკრატიულ ღირებულებებს უმთავრესად მიიჩნევდა. ცოტა გაკვირვებული ვარ - რა უნდა დააფინანსოს ამ ქვეყანამ აფხაზეთში, რა საერთო თანხევდრა გვაქვს აფხაზეთსა და ნიკარაგუას, რაში შეიძლება ვნახოთ მათი ინვესტიცია, ტურიზმში? ანუ ნიკარაგუა აფხაზეთში სასტუმროებს ააშენებს და ტურიზმს განავითარებს?

მერე აფხაზები სოხუმის აეროპორტიდან ნიკარგუაში გავფრინდებით და პირიქით? თუ მძინავს, გამომაღვიეთ ვინმე, ასეთი ირონიაც არ მინდა, იმის მისახვედრად თუ სად ვართ. არძინბა, ოზგანი, ბჟანია, ანქვაბი ყველა ცალ-ცალკე "ზრუნავს" აფხაზეთის კეთილდღეობაზე, მოჰყავთ ჭრელ-ჭრელი ინვესტორები, ოღონდ ბოლოს მაინც არაფერი გვეტყობა. იმიტომ ხომ არა, რომ ამ ყველაფერს რუსული მხარე შუამდგომლობს. უკვე არ ვიცი, რამის იმედი უნდა გვქონდეს თუ არა", - მიაჩნია ოლესია კვეკვესკირს.

"თუ ვინმემ არ იცის, ნიკარაგუა არის უღარიბესი ქვეყანაა, სადაც არც ბიზნესია განვითარებული, ტურიზმი და ინფრასტრუქტურა სრულიად უცხო თემაა მათთვის, ამ ფონზე კი მედია_პროექტებზე ლაპარაკი, რბილად რომ ვთქვათ სასაცილოდ ჟღერს", - წერს ქრისტინა ორტმანი.