ავტორი:

რა ვითარებაა პარლამენტთან, სადაც აქცია ლოზუნგით - “გაამკაცრე კანონი!”, “შეაჩერე ცხოველებზე ძალადობა” მიმდინარეობს

რა ვითარებაა პარლამენტთან, სადაც აქცია  ლოზუნგით - “გაამკაცრე კანონი!”, “შეაჩერე ცხოველებზე ძალადობა” მიმდინარეობს

“დაიცავი შენი მიკედლებული” - ამ ლოზუნგით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც შინაური ცხოველების უფლებების დამცველები და მეპატრონეები კანონის გამკაცრებას ითხოვენ.

მათ ადგილზე მოტანილი აქვთ პლაკატები წარწერით: “გაამკაცრე კანონი!”, “დასაჯე მკვლელი!”, “შეაჩერე ცხოველებზე ძალადობა”, “ცხოველებისთვის”.

აქციის ორგანიზატორების თქმით, ისინი ყველა იმ პირის დასჯას ითხოვენ, ვინც მიუსაფარ ცხოველებს სასტიკად ეპყრობა.

“ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის დამნაშავეების დასჯა, კანონის გამკაცრება და ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში ცხოველების ხოცვა-წამების დასრულება. შესაბამისად, პარლამენტს მოვუწოდებთ, დროულად კანონი მიიღონ და ის გაამკაცრონ. შსს-ს მოვუწოდებ, ყველა დამნაშავე დააკავონ ბოლო 10 დღეში ცხოველების მიმართ გავრცელებული ძალადობის ფაქტებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციები გაგრძელდება, ვიდრე მიზანს არ მივაღწევთ”, - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, მიშა კაჭკაჭიშვილმა.