ავტორი:

უკრაინელებმა ოდესაში რუსების მიერ გაშვებული "კალიბრის“ ტიპის რაკეტები გაანადგურეს

უკრაინელებმა ოდესაში რუსების მიერ გაშვებული "კალიბრის“ ტიპის რაკეტები გაანადგურეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ წუხელ ოდესის ოლქისკენ გაშვებული „კალიბრის“ ტიპის ოთხივე რაკეტა გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერჰი ბრაჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ოდესის ოლქი: ღამის სარაკეტო შეტევა შავი ზღვიდან. სამხედროები ადასტურებენ: ოთხივე „კალიბრი“ განადგურებულია. მადლობა საჰაერო თავდაცვის ძალებს“, - დაწერა ბრაჩუკმა „ტელეგრამზე“.

ცნობისათვის, წუხელ უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ოდესაში აფეთქებების ხმები ისმოდა და საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა.