ავტორი:

თევზაობის დროს დენის დარტყმის შედეგად, ზუგდიდში 45 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა

თევზაობის დროს დენის დარტყმის შედეგად, ზუგდიდში 45 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიაში 45 წლამდე ასაკის მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

ადგილობრივების ინფორმაციით, იგი ღელეში ე.წ. პილიგანით თევზაობდა, რა დროსაც დენმა დაარტყა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევა გარდაცვლილის სახლთან ახლოს მოხდა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.