ავტორი:

ნამდვილი იტალიური გემოები "სმარტში" – Cupiello-ს წარმომადგენლები საქართველოს ეწვივნენ და ქართველ კონდიტრებს მასტერკლასი ჩაუტარეს

ნამდვილი იტალიური გემოები "სმარტში" – Cupiello-ს წარმომადგენლები საქართველოს ეწვივნენ და ქართველ კონდიტრებს მასტერკლასი ჩაუტარეს

იტალიური და ნეაპოლიტანური გასტრონომიული კულტურა მთელ მსოფლიოში და ახლა უკვე საქართველოშიც!

იტალიური სამზარეულოს გემო და არომატი - მზიან ქვეყანაში გვამოგზაურებს, სადაც გასტრონომიული სიამოვნება ნამდვილ ხელოვნებად იქცა. იტალიური სამზარეულოს სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ასპექტი - საკონდიტრო ნაწარმის მრავალფეროვნება და დახვეწილობაა. ტრადიციული კლასიკიდან ინოვაციურ ვარიაციებამდე, იტალიური ნამცხვრები შთაგონების და სიხარულის წყაროა დესერტის მოყვარულთათვის მთელი მსოფლიოდან.

ნამდვილი გურმანებისთვის სასიხარულო სიახლე სუპერმარკეტების ქსელ „სმარტში“ ტრადიციული იტალიური საკონდიტრო ნაწარმის გამოჩენა იქნება, რომელიც დღეიდან ყველა ფილიალში იქნება წარმოდგენილი. „ტრუჩილოს“ იტალიური ყავის შემდგომ, 60 წლიანი ისტორიის მქონე ბრენდის - „კუპიელოს“ (Cupiello) ნამდვილი იტალიური კრუასანებისა და 16 სხვადასხვა სახეობის უსაფუვრო ფენოვანი საკონდიტრო ნაწარმის დაგემოვნება „სმარტის“ ერთგულ მომხმარებლებს სუპერმარკეტების ნებისმიერ ფილიალში შეეძლებათ.

იტალიური კომპანია Cupiello უძველესი ბალანსის ისტორიას გადმოგვცემს, სადაც ტრადიციების სიყვარული ყველაზე გასაოცარ ტექნოლოგიას ერწყმის. ბრენდი იტალიური ბაზრის ლიდერია, ტკბილი და მარილიანი საცხობი პროდუქტების წარმოებაში. Cupiello იტალიურ და ნეაპოლიტანურ კულტურას მთელ მსოფლიოში ავრცელებს. კომპანიის მიზანი კი ერთია: ადამიანებმა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ხელახლა აღმოაჩინონ იტალიური ნამცხვრების ავთენტურობა.

იმისათვის, რომ „სმარტის“ მომხმარებლებმა პირველივე გასინჯვისას შეიგრძნონ ნამდვილი იტალიური გემოები, „კუპიელოს“ წარმოების ხელმძღვანელი ემანუელე ფრიგერიო და ექსპორტის მენეჯერი - სალვატორე მუსკალიერი საქართველოს ეწვივნენ და 15 ივნისს, „სმარტ კაფეს“ კონდიტრებს მასტერკლასი ჩაუტარეს.

„კუპიელო“ მაღალი ხარისხის პროდუქტს აწარმოებს. ჩვენი კრუასანი ტიპური იტალიური პროდუქტია საუზმისთვის, ესპრესოსა და კაპუჩინოსთან ერთად. იტალიაში მას Cornetto-ს ვეძახით. ის იდეალურია დღის დასაწყებად და იტალიური გემოს გასაცნობად. ჩვენს ნაწარმში არ არის საფუარი და მხოლოდ ნატურალურ ინგრედიენტებს ვიყენებთ რეცეპტებში, მაგალითად გარგარის კრუასანსა და მაფინებში. ყველაზე მდიდარ და სასარგებლო ინგრედიენტებს - ფქვილი, კვერცხი, კარაქი, შაქარი და ახალი მაწონი“ - „კუპიელოს“ წარმოების ხელმძღვანელი ემანუელე ფრიგერიო

„კუპიელოს“ ნახევრად მზა საკონდიტრო ნაწარმის ცხობა „სმარტ კაფეებში“ ახლა უკვე ნამდვილი იტალიური წესებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით მოხდება.

„სმარტის“ სუპერმარკეტების ქსელში „ტრუჩილოს“ იტალიური ყავის შემდგომ დაემატება იტალიური კომპანია „კუპიელო“ , რომელიც საკონდიტრო მიმართულებით განავითარებს „სმარტს“ . ეს იქნება როგორც კრუასანები, ასევე 16 სახის სხვადასხვა ფენოვანი ნაწარმი, რომელიც არის უსაფუვროდ დამზადებული, თანამედროვე ტექნოლოგიებით და მოხარული ვართ, რომ „კუპიელას“ პროდუქცია უკვე დღეიდან ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ დააგემოვნოთ“ - ზვიად მეფარიშვილი. „სმარტის გენერალური დირექტორის მოადგილე.

„კუპიელომ“ მსოფლიოსთვის ნამდვილი იტალიური და ნეაპოლიტანური გასტრონომიული კულტურის მსოფლიოსთვის გაცნობა 60 წლის წინ დაისახა და დღემდე დამზადების 26 საათიანი ციკლით ქმნის პროდუქტებს, რომლებიც მსოფლიოს იტალიურ კულტურას აცნობს და ასწავლის, რომ „სიყვარულს ვერ აღწერ, უნდა გასინჯო“.

R