ოზურგეთში, სოფელ შემოქმედში 80 წლამდე ქალი ჭაში ჩავარდა და დაიღუპა. ინფორმაციას "გურია ტვ" ავრცელებს. შემთხვევა გუშინ მოხდა.
გამოცემის ინფორმაციით, ქალი გზაზე მიდიოდა, რა დროსაც ჭა, რომელიც ამოშენებული არ იყო, ვერ შენიშნა. ოჯახმა ცხედარი რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვა.