ავტორი:

რა მოხდა ბავარიულ ციხესიმაგრესთან - დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც ტურისტ გოგონებს ხელი ჰკრა და ფერდობიდან გადაყარა, მათგან ერთი გარდაიცვალა

რა მოხდა ბავარიულ ციხესიმაგრესთან - დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც ტურისტ გოგონებს ხელი ჰკრა და ფერდობიდან გადაყარა, მათგან ერთი გარდაიცვალა

გერმანიაში, ამერიკელმა მამაკაცმა, ლაშქრობის დროს, თანამემამულე ტურისტ გოგონებს ხელი ჰკრა და ფერდობიდან გადაყარა. გოგონებიდან ერთი დაიღუპა, მეორე კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია.

გოგონები მეგობრები იყვნენ. მათ კოლეჯი დაამთავრეს და დიპლომების აღების შემდეგ სამოგზაუროდ გერმანიაში წავიდნენ, თუმცა მოგზაურობა ტრაგიკულად დასრულდა.

სავარაუდო თავდამსხმელი პოლიციამ უკვე დააკავა

მედიის ცნობით, ტრაგედია ბავარიაში დატრიალდა, ლაშქრობის დროს მეგობრები 30 წლის ამერიკელ მამაკაცს შეხვდნენ, ისინი ცნობილი ტურისტული ადგილის, მარიენბრუკესკენ მიმავალ ბილიკზე იმყოფებოდნენ, სადაც მეფე ლუდვიგ II-ის მიერ აგებული მე-19 საუკუნის ციხესიმაგრე მდებარეობს.

ევა ლიუ (მარცხნივ) და კელსი ჩანგი

ციხესიმაგრისკენ მიმავალ ბილიკზე მამაკაცი ერთ-ერთ გოგონას, ევა ლიუს თავს დაესხა, მეორე გოგონამ, კელსიმ, მეგობრის დახმარება სცადა, რა დროსაც კაცმა მას (კელსის) ხელი ჰკრა და ფერდობიდან გადააგდო. ამის შემდეგ ევაზე სექსუალური ძალადობა სცადა, ბოლოს მასაც ხელი ჰკრა და დაახლოებით, 50 მეტრის სიმაღლიდან გადააგდო.

ევა გარდაიცვალა, კელსი კი გადარჩა, რადგან ხეს გამოედო. გოგონა საავადმყოფოში მძიმე ტრავმებით გადაიყვანეს, თუმცა გონს მოვიდა და ექიმების თქმით, ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია.

პოლიციამ თავდამსხმელი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავა.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა