ავტორი:

"გურჯაანის მერთან ვიმყოფები და სტიქიით მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით ანგარიშს ვიბარებ - ეს საქმე პირად კონტროლზე მექნება აყვანილი" - ხაბეიშვილი

"გურჯაანის მერთან ვიმყოფები და სტიქიით მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით ანგარიშს ვიბარებ - ეს საქმე პირად კონტროლზე მექნება აყვანილი" - ხაბეიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, გურჯაანის მერ, ლერი გელენავასთან ერთად, სტიქიით მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით ანგარიშს იბარებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

"ამ წუთებში გურჯაანის მერ, ლერი გელენავასთან ვიმყოფები და სტიქიით მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით ანგარიშს ვიბარებ. ასევე, მივეცი პირობა, რომ ოპოზიციის მხრიდან ადგილობრივ დონეზე მოქალაქეების საკეთილდღეოდ არანაირი ბიუროკრატიული პრობლემა არ ექნება.

მერისგან პირადად მოვითხოვე სამუშაოების დაჩქარება და ზარალის დათვლის პროცესში ჩართულობა, რაზეც მივიღეთ პირობა, რომ შესრულდება. ცხადია, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გააგრძელებს გურჯაანში განვითარებული მოვლენების მონიტორინგს, პირადად ვიქნები ჩართული და ეს საქმე პირად კონტროლზე მექნება აყვანილი“, - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.