ავტორი:

ბელარუსები ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხისთვის ემზადებიან - რას წერს მედია?

ბელარუსები ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხისთვის ემზადებიან - რას წერს მედია?

ბელარუსები ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ შეიარაღებული ამბოხისთვის ემზადებიან.

The Sunday Times-ის მტკიცებით, პოლონეთში ბელარუსი მებრძოლების დიდი ჯგუფის მომზადება უკვე დაწყებულია.

ასევე სტატიაში აღნიშნულია, რომ საბრძოლო მომზადების პროცესს ბელარუსის ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი ოფიცრები ატარებენ - Bypol-ი, რომლებიც ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ გამოდიან. მოხალისეებს მომავალ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად ამზადებენ.

გამოცემის რესპონდენტების თქმით, 2020 წლის პროტესტებმა ვერ გამოიღო შედეგი იმის გამო, რომ ხალხს კარგად გაწვრთნილი და შეიარაღებული უსაფრთხოების ძალები უპირისპირდებოდნენ.

როგორც მედია წერს, ბელარუსი ოპოზიციონერები ირწმუნებიან, რომ მომდევნო ჯერზე ყველაფერი სხვაგვარად იქნება - მაგრამ ამისთვის საჭიროა ისეთი მომენტის მოძებნა, როცა რუსეთი ვერ შეძლებს ჩარევას.

The Sunday Times-ის ჟურნალისტები ბელარუსი მებრძოლების ვარჯიშს დაესწრნენ, რომელიც ქალაქ პოზნანში პირველად ჩატარდა, თუმცა, Bypol-ის ცნობით, სხვა ჯგუფები პოლონეთში უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში გადიან მომზადებას, ხოლო ახალწვეულები ასობით მოდიან.