ავტორი:

ყაზბეგის გამზირზე ერთმანეთს ორი ავტობუსი შეეჯახა

ყაზბეგის გამზირზე ერთმანეთს ორი ავტობუსი შეეჯახა

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ერთმანეთს ორი ავტობუსი შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

როგორც შსს-ში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.