ავტორი:

პარლამენტთან მაღაროელებმა კარვები გაშალეს - პროტესტის მონაწილეები დღეს მსვლელობას გეგმავენ

პარლამენტთან მაღაროელებმა კარვები გაშალეს - პროტესტის მონაწილეები დღეს მსვლელობას გეგმავენ

ჭიათურის მაღაროში დასაქმებულებმა, პარლამენტის შენობის წინ კარვები გაშალეს.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი დარჩებიან პარლამენტის წინ იქამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

მაღაროელების მთავარი მოთხოვნაა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, აქცია 20 ივნისს, 18:00 საათზე განახლდება.

დღესვე, 16:00 საათზე, მაღაროელები და მათი მხარდამჭერები, პარლამენტის შენობიდან “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისამდე მსვლელობას გამართავენ.