დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, "ვაგნერის“ რუსული ჯგუფის მფლობელი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ავტორიტეტის შელახვას ცდილობს, რუსეთის თავდაცვის უწყებაში კი, უკრაინის კონტრშეტევითი ოპერაციების ჩატარების ფონზე მის ქმედებებს უადგილოს უწოდებენ.
ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, ის რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან "მოხალისეთა ფორმირებებისთვის კონტრაქტის“ მისეულ ვარიანტზე პასუხს და რეაქციას ელოდება. "ვაგნერის“ ვარიანტი უწყებას რამდენიმე დღის წინ გაეგზავნა.
"მიუხედავად იმისა, რომ პრიგოჟინის დოკუმენტის შინაარსი გამოქვეყნებული არ არის, თვით მისი გაგზავნის ფაქტი ზრდის ფსონებს და, დიდი ალბათობით, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის ავტორიტეტის შელახვის კიდევ ერთ შეგნებულ მცდელობას წარმოადგენს. პრიგოჟინის ტონი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მისამართით ერთმნიშვნელოვნად კონფრონტაციული გახდა“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებაში.
იხილეთ ასევე: