ავტორი:

"კატეგორიულად მიუღებელია... მოვუწოდებ სამართალდამცავებს მოახდინონ მყისიერი რეაგირება" - ომბუდსმენი ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმაზე

"კატეგორიულად მიუღებელია... მოვუწოდებ სამართალდამცავებს მოახდინონ მყისიერი რეაგირება" - ომბუდსმენი ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმაზე

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება. ის სამართალდამცავ ორგანოებს ეფექტური რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"ვრცელდება ინფორმაცია ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის შესახებ, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. დემოკრატია გულისხმობს იმ ადამიანების ერთობლივ მშვიდობიან თანაცხოვრებას, ვისაც განსხვავებული აზრები გააჩნიათ. აგრესიას, რომელიც დღეს სოციალურ ქსელში არსებობს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს შორის, თუ ცხოვრებაში გადმოვიტანთ აუცილებლად მივიღებთ სამოქალაქო დაპირისპირებას, რაც ჩვენმა სამშობლომ ერთხელ უკვე იწვნია და რომლის შედეგებსაც დღესაც მწარედ ვიმკით. მოვუწოდებ სამართალდამცავებს მოახდინონ მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება და გაატარონ კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება შესაძლო ძალადობის ფაქტზე" - წერს იოსელიანი "ფეისბუქში".

ცნობისთვის, ილია ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. როგორც ბერძენიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ქუჩაში გავიდა. მისივე თქმით, თავს ახალგაზრდა მამაკაცი დაესხა, რომელმაც მიმართა სიტყვით „მოღალატე“ და კვერცხი ესროლა.

ასევე იხილეთ: