ავტორი:

"კალაძის ცოლზე მუქარა, ქმრის ნათქვამისთვის, ისეთივე დასაგმობია, როგორც ლევან ბერძენიშვილის შეურაცხყოფა" - ფადი ასლი ჩერგოლეიშვილის პოსტების შემდეგ, ანუკი არეშიძეს ესარჩლება

"კალაძის ცოლზე მუქარა, ქმრის ნათქვამისთვის, ისეთივე დასაგმობია, როგორც ლევან ბერძენიშვილის შეურაცხყოფა" - ფადი ასლი ჩერგოლეიშვილის პოსტების შემდეგ, ანუკი არეშიძეს ესარჩლება

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ბიზნესმენი ფადი ასლი სოციალურ ქსელში ეხმაურება ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმას და წერს:

"კალაძის ცოლზე მუქარა ქმრის ნათქვამისთვის ისეთივე დასაგმობია, როგორც კვერცხების სროლა და ლევან ბერძენიშვილის შეურაცხყოფა" .

ცნობისთვის, "ტაბულას" დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა გუშინ მკაცრად დაგმო კახი კალაძის განცხადება "მაკდონალდსის" სკანდალთან დაკავშირებით და სოციალურ ქსელში დაწერა:

"ანუკი არეშიძემ უპასუხოს კითხვას, ეთანხმება თუ არა თავის ჯაგა ქმარს, რომ ელტონ ჯონის ცხოვრების ამბავი სიბინძურეა. დაურეკავენ ჟურნალისტები. კალაძის განცხადებას უნდა ავაკრა, და ყველა გეი (ანუ ყველა) დიზაინერთან გავაგზავნო, ვისაც ეტენებიან უსაპნოდ. იცოდნენ, რომ ამ ვიღაც გორსალა ნუვო რიშებს ბინძურებად მიაჩნიათ, სანამ შეიტენიან.

პ.ს. სამწუხაროდ, თამარ ივერი უფრო წარმატებულია თავის საქმეში, ვიდრე ეს ქალი - ამიტომ ისეთ სიამოვნებას ვერ მივიღებ, როგორიც თამარის დიდი სცენებიდან ჩახსნით მივიღე", - დაწერა ჩერგოლეიშვილმა "ფეისბუქში".

მოგვიანებით, ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ ანუკი არეშიძე მიზანმიმართულად არ პასუხობდა ჟურნალისტების კითხვებს და აღნიშნა, რომ მზად არის საერთაშორისო მოდის სახლებს შეატყობინოს, რომ კახა კალაძე ჰომოფობიურად არის განწყობილი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ.

"ანუკი არეშიძესთან რეკვას დღესაც გავაგრძელებთ და მერე უბრალოდ ქმრის თანხმობის ნიშნად მივიღებთ მის დუმილს და ხვალ უკვე წერილებს გავუშვებთ მოდის სახლებთან, რომ მისი ოჯახი უმცირესობების მიმართ სიძულვილს და ზიზღს აღვივებს და ძალადობის საფრთხეს უზრდის უდანაშაულო ადამიანებს, ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ცხადია დავურთავთ 17 მაისის და 5 ივლისის კადრებს და ავუხსნით, რომ მათი დაშვებით ცივილიზებულ ღონისძიებებზე, მოდის სახლები მწვანე შუქს უნთებენ ჰომოფობიას და ძალადობას. და შევხედოთ მერე …" - წერს ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

"ეს არის ძალიან დიდი სიბინძურე, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს და რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა მოდიოდეს. არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა დავუშვათ და არავის უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ამ მიმართულების პროპაგანდა გაძლიერდეს ქვეყანაში", - თქვა კალაძემ "მაკდონალდსის" ბროშურის შესახებ, რომელშიც მოთხრობილი იყო ელტონ ჯონის ცხოვრების შესახებ.

შეგახსენებთ, დღეს რომ ილია ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. როგორც ბერძენიშვილმა განაცხადა, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ქუჩაში გავიდა. მისივე თქმით, თავს ახალგაზრდა მამაკაცი დაესხა, რომელმაც მიმართა სიტყვით "მოღალატე“ და კვერცხი ესროლა.

ასევე იხილეთ: