ავტორი:

კაბა, რომლის გამოც ქეით მიდლტონს აკრიტიკებენ - პრინცესა დაიანას მსგავსად გამოწყობილი ქეითი და მორიგი სამეფო ცერემონია (ფოტოები)

კაბა, რომლის გამოც ქეით მიდლტონს აკრიტიკებენ - პრინცესა დაიანას მსგავსად გამოწყობილი ქეითი და მორიგი სამეფო ცერემონია (ფოტოები)

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი მორიგ სამეფო ცერემონიას დაესწრო. საუბარია Order of the Garter-ზე, რაც სამეფო ოჯახისთვის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციაა.

როგორც ცნობილია, მეფე ედუარდ III (მე-13 საუკუნე) იმდენად მოხიბლულა მეფე არტურის და მრგვალი მაგიდის რაინდების ამბებით, თვითონაც შექმნა რაინდების საპატიო ჯგუფი და მას "გარტერის ორდენი" უწოდა ("ლეკვერთხის ორდენსაც" უწოდებენ) .

ცერემონიას წელს უელსის პრინცი და პრინცესა, უილიამი და ქეით მიდლტონიც დაესწრნენ. მათ უინძორის სასახლისკენ მსვლელობაშიც მიიღეს მონაწილეობა.

პრინც უილიამს, მეფე ჩარლზს და დედოფალ კამილას ტრადიციული ლურჯი სამოსი ეცვათ და სირაქლემას ბუმბულით შემკობილი ქუდები ეფარათ.

ქეითი ღონისძიებას პირველად 2008 წელს დაესწრო. ამ დროს ის და პრინცი უილიამი ჯერ კიდევ არ იყვნენ დაქორწინებულები.

ქეითი 2008 წლის გარტერის ღონისძიებაზე კოპლებიანი შავი კაბით გამოჩნდა

წლევანდელ ცერემონიაზე მომავალ დედოფალს Alessandra Rich-ის კოპლებიანი თეთრი კაბა ეცვა. მისი შლაპა Philip Treacy-ის, ფეხსაცმელები კი Jennifer Charmandi-ის შეკერილია.

ინტერნეტმომხმარებელმა ქეითის კაბა პრინცესა დაიანას იმ კაბას შეადარეს, რომელიც ლედი დი-ს Royal Ascot-ზე ეცვა.

ქეითის ჩაცმულობას არაერთგვაროვანი კომენტარები მოჰყვა. ბრიტანელთა ნაწილი უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ "ეკონომიკური კრიზისის ფონზე პრინცესას დიზაინერების შეკერილი ძვირადღირებული და ამავდროულად, ახალი სამოსი ეცვა".

ქეით მიდლტონს მსგავსი კაბა ეცვა 2022 წელსაც

ქეითის კრიტიკის მიზეზი ისიც გახდა, რომ მას მსგავსი კაბა უკვე აქვს და საზოგადოების ნაწილის აზრით, "კიდევ ახლის ყიდვა არაპრაქტიკული გადაწყვეტილება იყო":

"მის გუნდს მეტი კრეატიულობა ჰმართებს", - წერენ პრინცესას ფოტოს კომენტარებში.

ქეითს კოპლებიან სამოსთან მარგალიტისა და ბრილიანტის საყურე ჰქონდა შეხამებული, რომელიც წარსულში პრინცესა დაიანას ეკუთვნოდა.

წყარო: people

მოამზადა: ანა სიბოშვილმა