ავტორი:

ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები, პარლამენტის შენობიდან "ჯორჯიან მანგანეზის” ოფისამდე მსვლელობს მართავენ

ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები, პარლამენტის შენობიდან "ჯორჯიან მანგანეზის” ოფისამდე მსვლელობს მართავენ

ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები, პარლამენტის შენობიდან “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისამდე მსვლელობს მართავენ.

როგორც მაღაროში დასაქმებულები აღნიშნავენ, მას შემდეგ, რაც „ჯორჯიან მანგანეზის” ოფისთან მსვლელობით გადაინაცვლებენ, განცხადებებს გააკეთებენ.

აქციის მონაწილეები მსვლელობის პარალელურად სკანდირებენ: „ჭიათურას გაუმარჯოს!“

მაღაროელების მთავარი მოთხოვნა სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. ამასთან, მათ აღნიშნეს, რომ მსვლელობის დასრულების შემდეგ, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქცია 18:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ კვლავ განახლდება.

ამასთან, აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს პოლიტიკოსებს, აქციაზე მოსვლისგან თავი შეიკავონ.

ასევე იხილეთ: