ავტორი:

"კომერსანტის"  ჟურნალისტმა ლოტოში 27 583 ლარი მოიგო

"კომერსანტის"  ჟურნალისტმა ლოტოში 27 583 ლარი მოიგო

ლოტო ყველა სფეროში დასაქმებული ადამიანების საყვარელი და პოპულარული თამაშია. ამჯერად, ლოტოში, პოპულარული ბიზნეს პორტალის ,,კომესანტის’’ ჟურნალისტს გაუმართლა. მან ყოველდღიურ ლოტო ,,5/35-ოქროს ბურთში’’ 27 583 ლარი მოიგო. თამარ კვაჭანტირაძეს კი იღბლიანი ბილეთი დედამ აჩუქა.

,,დედა წლებია ლოტოს თამაშობს, ამ ბილეთის კომბინაცია ინტუიციურად შეავსო და შემდეგ მე მაჩუქა, სწორედ ამ ნაჩუქარმა ბილეთმა 27 583 ლარი მოიგო, ძალიან ბედნიერი ვარ’’- გვიყვება თამარ კვაჭანტირაძე.

დედის ნაჩუქარი ბილეთით მოგებული თანხა თამარ კვაჭანტირაძეს ლატარიის კომპანიამ უკვე გადასცა, ოჯახი მოგებული თანხით ბინის რემონტის დასრულებას აპირებს.

,,5/35-ოქროს ბურთი’’ ყოველდღიური გათამაშებაა, რომელიც 19:45 საათზე ლატარიის კომპანიის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე იმართება. ბილეთის ღირებულება მხოლოდ 1 ლარია, შეძენა კი შესაძლებელია საიტზე www.lotto.ge - ზე, ასევე ლატარიის სერვის-ცენტრებში, რომლებიც მდებარეობს ყველა დიდ სავაჭრო მოლში და ლატარიის ჯიხურებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

გახსოვდეთ, იგებს ის ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას!

NS