ავტორი:

არსებული ინფორმაციით, თბილისში სამი არასრულწლოვანი ტაილანდის მოქალაქეს თავს დაესხა

არსებული ინფორმაციით, თბილისში სამი არასრულწლოვანი ტაილანდის მოქალაქეს თავს დაესხა

19 ივნისს, გია აბესაძის ქუჩაზე, ტაილანდის მოქალაქეზე თავდასხმის ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს სამი არასრულწლოვანი დაესხა თავს.

ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა ტაილანდელ მამაკაცს დაარტყა, რის შედეგადაც მამაკაცი დაეცა და გონება დაკარგა. მამაკაცი ამ დრომდე რეანიმაციაში იმყოფება.