ავტორი:

"აშშ-ის საელჩო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების გამო - მართლმსაჯულების შერჩევითად აღქმა რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს" - საელჩო

"აშშ-ის საელჩო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების გამო - მართლმსაჯულების შერჩევითად აღქმა რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს" - საელჩო

აშშ-ის საელჩო კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების გამო, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც საელჩო განცხადებაში აღნიშნავს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავიდანვე წამოჭრა კითხვები და გამოხატა შეშფოთება ამ საქმეზე, მათ შორის დროსა და ბრალდების შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე სასჯელის შესახებ.

"არაერთმა საერთაშორისო და ქართველმა უფლებადამცველმა გამოხატა ამგვარი შეშფოთება. ქმედითი დემოკრატია ეფუძნება მედიის თავისუფლების დაცვასა და პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის აღკვეთას. მართლმსაჯულების შერჩევითად და პოლიტიზირებულად აღქმაც კი რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს და ძირს უთხრის მართლმსაჯულების უზენაესობას, კონსტიტუციით დაცულ ადამიანის უფლებებსა და თავად დემოკრატიას”, - ნათქვამია განცხადებაში.