ავტორი:

შოტლანდია-საქართველოს მატჩი შეწყდა - თავსხმა გლაზგოში და დატბორილი მოედანი

შოტლანდია-საქართველოს მატჩი შეწყდა - თავსხმა გლაზგოში და დატბორილი მოედანი

კვიპროსთან გასვლაზე მოგების შემდეგ, ევროპირველობის შესარჩევი ტურნირის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები გლაზგოში შოტლანდიას უპირისპირდება, მატჩი მე-7 წუთზე უამინდობის გამო შეწყდა და როგორც ითქვა, სულ ცოტა 20 წუთი არ განახლდება.

"ჯვაროსნების“ მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გუნდი ასეთი სასტარტო შემადგენლობით გაიყვანა მოედანზე:

მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, დვალი, კვეკვესკირი, გაგნიძე, კიტეიშვილი, ლობჟანიძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე.

უამინდობის და წვიმის გამო მოედანი პირველივე წუთებიდან კატასტროფულ მდგომარეობაში იყო. ორივე გუნდის ფეხბურთელებს ძალიან უჭირდათ თამაში.

ანგარიში მე-6 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. გოლი მაკგრეგორმა გაიტანა. გულშემატკივარი ჯერჯერობით სტადიონზე რჩება, ამინდის პროგნოზის თანახმად, გლაზგოში წვიმა სულ ცოტა 2 საათი მაინც არ გადაიღებს.

ასე ცდილობენ სტადიონის წყლისგან გათავისუფლებას შოტლანდიელები: