ავტორი:

როგორ გამოიყურებოდა თინეიჯერი გოგონა 1300 წლის წინ - მეცნიერებმა საუკუნეების წინ გარდაცვლილი მოზარდის სახე აღადგინეს

როგორ გამოიყურებოდა თინეიჯერი გოგონა 1300 წლის წინ - მეცნიერებმა საუკუნეების წინ გარდაცვლილი მოზარდის სახე აღადგინეს

მეცნიერებმა აღადგინეს თინეიჯერი გოგონას სახე, რომელიც საუკუნეების წინ ცხოვრობდა. 1300 წლის წინ გარდაცვლილი გოგონას სამარხი მეცნიერებმა 2012 წელს, კემბრიჯშირში აღმოაჩინეს და მას შემდეგ კვლევა მიმდინარეობს.

მეცნიერმა და მხატვარმა ჰიუ მორისონმა თავის ქალისა და ქსოვილის სიღრმის მონაცემების გამოყენებით, გოგონას სახე აღადგინა.

"მისი მარცხენა თვალი ოდნავ დაბლა იყო, დაახლოებით ნახევარი სანტიმეტრით, ვიდრე მარჯვენა თვალი - ეს საკმაოდ შესამჩნევი იქნებოდა ცხოვრებაში", - ამბობს ჰიუ მმორისონი.

მოზარდის ძვლებისა და კბილების ანალიზმა უფრო მეტი გამოავლინა მისი ხანმოკლე ცხოვრების შესახებ.

იგი ალპების მახლობლად, სავარაუდოდ, სამხრეთ გერმანიაში დაიბადა და კემბრიჯშირში 7 წლის შემდეგ დასახლდა. მეცნიერების თქმით, ინგლისში ჩასვლის შემდეგ მისი კვების რაციონი შეიცვალა.

”ახლა ვიცით, რომ პროტეინის პროპორცია შემცირდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის უფრო მეტ ხორცს და რძის პროდუქტს ჭამდა სამხრეთ გერმანიაში, ვიდრე ინგლისში ჩასვლისას.”

დამატებით ანალიზმა აჩვენა, რომ გოგონა სიკვდილამდე უცნობი დაავადებით იტანჯებოდა. დოქტორმა ლეგეტმა, რომელიც კემბრიჯის უნივერსიტეტს იზოტოპური ანალიზის ჩატარებაში დაეხმარა, აღნიშნა - "ის, ალბათ, საკმაოდ ცუდად იყო, გრძელი გზა გაიარა სრულიად უცნობ ქვეყანაში ჩასასვლელად - საკვებიც კი განსხვავებული იყო - ეს მისთვის საშინელება უნდა ყოფილიყო.“

ახალგაზრდა ქალის სამარხში ოქროს ჯვარიც აღმოაჩინეს, რაც მის ქრისტიანობაზე და არისტოკრატულ ან სამეფო წარმომავლობაზე მიუთითებს. ვარაუდობენ, რომ ქალი ინგლისში დასაქორწინებლად, ან მონაზვნად აღსაკვეცად ჩავიდა. სამარხში სხვა არტეფაქტებთან ერთად "ტრამპინგტონის ჯვარი" იპოვეს.