ავტორი:

ჯპს-ში ზაფხულის შოპინგ დღესასწაული იწყება

ჯპს-ში ზაფხულის შოპინგ დღესასწაული იწყება

როგორც დაგპირდით, 21, 22 და 23 ივნისს ჯპს მომხმარებლებს ტრადიციულ, გრანდიოზულ შოპინგ დღესასწაულზე ეპატიჟება. ეს იქნება 3-დღიანი ფასების დღესასწაული, სადაც 50%-იანი ფასდაკლებებისა და სუპერ შეთავაზებების გარდა, ჩვენთან მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ ჯპს-ის ყველაზე მოთხოვნადი სერვისებით, როგორიცაა დერმატოლოგის, ოფთალმოლოგის, კოსმეტოლოგისა და კომპანიის მეგობარი, ცნობილი ვიზაჟისტების უფასო კონსულტაციებით (თეკო შენკენი, თინა შალიკაშვილი).

როგორც კომპანიაში აცხადებენ: - „ჩვენი მომხმარებლები წელიწადში 2 ჯერ ელოდებიან ჯპს-ის შოპინგ ფესტივალს, რადგან ეს არის პროექტი, რომლის ფარგლებში ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობა ეძლევათ მოემზადონ ზაფხულისა და ზამთრის სეზონისთვის, სპეციალისტების რჩევებითა და სადიაგნოსტიკო აპარატების მეშვეობით შეარჩიონ პერსონალურად მათზე მორგებული პროდუქცია და ზაფხულის სეზონზე, სანამ ქალაქიდან გავალთ, მიიღონ ძალიან საჭირო რჩევები, ამავდროულად ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებებითა და შეთავაზებებით.“

მაშ ასე, 21, 22, 23 ივნისს, 50 % -იანი ფასდაკლებები გელით წამყვან დერმატოლოგიურ და პრემიუმ კლასის ბრენდებზე. სპეციალური შეთავაზებები სხვადასხვა სააფთიაქო პროდუქტებზე. 25 % -იანი ფასდაკლება და დამატებით ჩინ-ჩინ აქცია დაგხვდებათ ფრანგულ ოპტიკურ ბრენდ „აფლელუს“ კოლექციასა და მსოფლიო ბრენდებზეც.

ზაფხულის შოპინგ ფესტივალის ფარგლებში ჯპს-ის დიდი ფორმატის აფთიაქებში დამატებითი აქტივობები დახვდება მომხმარებლებს: ჯპს-ის ჯანსაღი სნექების დეგუსტაცია, გათამაშება, შენაძენი საჩუქრებზე და სადღესასწაულო განწყობა...

აქტივობებისა და სერვისების განრიგი ასე გამოიყურება:

უკვე 27 წელია, ჯპს არის აფთიაქი და მეტი. დაარსების დღიდან ბრენდი მუდმივად ცდილობს სააფთიაქო ჩარჩოებიდან გამოსვლას და მომხმარებლისთვის სრულიად ახალი, ინოვაციური პროდუქტების ან სერვისების შეთავაზებას.

თვალი ადევნეთ ჯპს-ს ფეისბუქ და ტიკ ტოკის გვერდებს. უამრავი საჩუქარი გათამაშდება, მოიწონეთ, გამოგვყევით და დასაჩუქრდით.

R