ავტორი:

"აუცილებელია უცხოელებს საქართველოს მოქალაქეების სუროგატ დედებად გამოყენება აეკრძალოთ, რადგან ხდება ბავშვების გაყვანა და არ ვიცით, ისინი რა მიზნით მიჰყავთ" - პრემიერი

"აუცილებელია უცხოელებს საქართველოს მოქალაქეების სუროგატ დედებად გამოყენება აეკრძალოთ, რადგან ხდება ბავშვების გაყვანა და არ ვიცით, ისინი რა მიზნით მიჰყავთ" - პრემიერი

მივედით იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია ჩაიკეტოს და აეკრძალოს უცხოელ მოქალაქეებს საქართველოს მოქალაქეების გამოყენება სუროგატ დედებად, რადგან ეს უკონტროლოდ ხდება, არავითარი რეგულაცია არ არსებობს ამ მიმართულებით, ხდება ბავშვების გაყვანა და ა.შ., - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა მოქმედებს პასუხისმგებლობით და ამიტომ დააყენეს ინიციატივა, რომ სუროგაცია დაშვებული იყოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის. პრემიერის შეფასებით, ეს სწორი გადაწყვეტილებაა.

"მე მოვისმინე ძალიან ბევრი პრობლემის შესახებ, რომელიც უკავშირდება სუროგაციის საკითხებს. ჩვენ გამოვიკვლიეთ და შევისწავლეთ თანამედროვე ევროპული სახელმწიფოების გამოცდილება და აღმოვაჩინეთ, რომ არც ერთ განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოში არ არის დაშვებული სუროგაცია, მაგრამ ჩვენ მიდგომა შევცვალეთ, ასევე სხვა, ჰიბრიდული მაგალითებიც დავამუშავეთ და მივედით იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია ჩაიკეტოს და აეკრძალოს უცხოელ მოქალაქეებს საქართველოს მოქალაქეების გამოყენება სუროგატ დედებად, რადგან უკონტროლოდ ხდება, არავითარი რეგულაცია არ არსებობს ამ მიმართულებით, ხდება ბავშვების გაყვანა და ა.შ. ძალიან ბევრი რისკი ახლავს ამ პროცესს. ჩვენ არ ვიცით ეს ბავშვები სად მიჰყავთ, რა მიზნით მიჰყავთ და ა.შ. ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, ამიტომ ეს კითხვები, რომ დავაზღვიოთ, რადგან ჩვენი მანდატი არ ვრცელდება ამ ბავშვებზე და მათ მომავალზე, ჩვენ ვმოქმედებთ პასუხისმგებლობით და ამიტომ გამოვედით ინიციატივით, რომ სუროგაცია დაშვებული იყოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის. რადგან ძალიან ბევრი წყვილი მიმართავს ამ მეთოდს და მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი განიხილავს ამ კანონპროექტს და მხარს დაუჭერს“, - განაცხადა პრემიერმა.